მთავარიკუბივლადიმერ პუტინმა "აზოვსტალზე" თავდასხმის ბრძანება გააუქმა

ვლადიმერ პუტინმა “აზოვსტალზე” თავდასხმის ბრძანება გააუქმა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადემირ პუტინმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე, “აზოვსტალზე” თავდასხმის ბრძანება გააუქმა.

მისი განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია რუსი სამხედროების სიცოცხლეზე ზრუნვა. ამავდროულად, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა “აზოვსტალის” ბლოკირება და განაცხდა, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ იმ უკრაინელებს, რომლებიც “აზოვსტალს” დატოვებენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლზე კონტროლი მოიპოვეს.

ქარხანა “აზოვსტალი” კი, სადაც დაქირავებული უცხოელი ჯარისკაცები იმყოფებიან, დაბლოკილია.

დღეს, 21 აპრილს გაგრძელდება მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამზე განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი აპირებს 9 მაისის გამარჯვების დღე იზეიმოს და სწორედ ამიტომ შესაძლოა, მანამდე რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტივობები სწრაფად და მეტი ძალისხმევით ჩატარდეს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აცხადებს, რომ რუსული ძალები ახლა დონბასიდან კრამატორსკისკენ მიიწევენ. კრამატორსკი რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაბომბვის ყოველდღიური სამიზნეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend