მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმდგომარეობა იხთვისში - სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი, გიორგი ცინცაძე

მდგომარეობა იხთვისში – სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი, გიორგი ცინცაძე

ჭიათურის სოფელ ითხვისში სახლების ნგრევის და დაზიანების მიზეზად, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით, გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, რთული გეოლოგიური პირობები, უხვი ატმოსფერული ნალექი და სეისმური ბიძგები სახელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშოს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ გეოლოგიურ დასკვნაში „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობა არ იკვეთება.

მარტში ითხვისში მიწის ჩამოწოლის შემდეგ დაინგრა და დაიბზარა რამდენიმე სახლი. ადგილობრივები მომხდარს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკავშირებენ, რომელიც ჭიათურაში წლებია მანგანუმს მოიპოვებს. „ჯორჯიან მანგანეზში“ კი აცხადებენ, რომ ითხვისის ტერიტორიაზე სამუშაოებს არ აწარმოებენ.

თემაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი, გიორგი ცინცაძე საუბრობს

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend