მთავარიგადაცემებიClimate Nowსითბური ტალღები და თოვლი: რა ემართება ანტარქტიდაზე კლიმატს?

სითბური ტალღები და თოვლი: რა ემართება ანტარქტიდაზე კლიმატს?

2022 წლის მარტში ატარქტიდას  ანომალიურმა  სითბურმა ტალღამ გადაუარა და ზოგან დიდი თოვლი მოვიდა. მეცნიერები შეფიქრიანდნენ. „კლიმატი ახლას“ ბოლო ეპიზოდში „ევრონიუსის“ გუნდმა გაყინული კონტინენტის ბოლო მონაცემები გამოიკვლია, რათა გაერკვია, თუ როგორ აისახება ანტარქტიდაზე პლანეტაზე მიმდინარე დათბობა.

ზღვის ყინულის საფარი საშუალო მაჩვენებელზე 26 პროცენტით ნაკლებია

კლიმატის ცვლილებების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service]  ბოლო მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში ანტარქტიკული ზღვის საფარი  საშუალო მაჩვენებელზე 26 პროცენტით  ნაკლები იყო. ეს უკვე მეორედ დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი მაჩვენებლი.

ყინულის საფარი განსაკუთრებულად დაბალი იყო როსისა და ამუნდსენის ზღვებში, რომლებიც წითალადაა რუკაზე აღნიშნული.

ანომალიური ტემპერატურების რუკა კი აჩვენებს, რომ ატარქტიდის აღმოსავლეთ ნაწილს გასულ თვეში სითბურმა ტალღამ გადაუარა. შედეგად, კონკორდიის Concordia კვლევით სადგურზე, სადაც ჩვეულებრივ ტემპერატურა მინუს  55 გრადუსია, თერმომეტრმა რეკორდულად მაღალი  რიცხვი მინუს 11 გრადუსი აჩვენა.

ანტარქტიდაზე ტემპერატრა ხშირად მერყეობს, ამიტომ საინტერესოა, რამდენად უპრეცედენტო იყო ეს ბოლო მაჩვენებელი? პოლარული კლიმატოლოგი ჯონათან ვილი თვლის, რომ ამჯერად განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ჯონათან ვილი,  გრენობლის ალპეს უნივერსიტეტის   პოლარული კლიმატოლოგი:

„იმის მიხედვით, რაც ვიცით ანტარქტიდის კლიმატზე, დიახ ეს ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა. მართალია, ჩვენს ხელთ არსებული  ანტაქრტიდასთან დაკავშირებული მონაცემები არც ისე ძველია, როგორც დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსი, მაგრამ  ზემოთ აღნიშნული მოვლენა იდენტურია იმ სითბური ტალღისა, რომელიც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ვიხილეთ 2021 წელს. ასეთი სახის მოვლენა ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის დასაშვები კლიმატის სისტემაში.“

ვილი სწავლობს იმ ეფექტს, რომელმაც სითბური ტალრა გამოიწვია. მისი განმარტებით,“ 15 მარტს ადგილი ჰქონდა ე.წ. ატმოსფერული მდინარის მიერ დიდი რაოდენობიტ სითბოსა და ტენის გადატანას დაბალი სიმაღლიდან მაღალ სიმაღლეზე, რასცა სედეგად მოჰყვა მცირე წვიმა და დნობა ანტაქრტიდის სანაპირო ზოლში. შემდეგ ტენიანობა კონტინენტის შიდა ნაწილსიკენ გადავიდა, რამაც უხვი თოვლი გამოიწუვია.“

უჩვეულოდ უხვი თოვლი

იმ ხალხმა, ვინც ანტარქტიდაზე წლის ამ დროს იმყოფებოდა, საკამოდ კარგად იცოდა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ.

კონკორდიის კვლევითი სადგურის თანამშრომლები მიჩვეული არიან მაღალი მთის მშრალ ჰავას. ეს სადგური ათასი კილომეტრითაა დაშორებული სანაპირო ზოლს და ზღვის დონიდან სამი ათას მეტრზე მაღლა მდებარეობს. როგორც წესი ირგვლივ გაყინული უდაბნოა. მაგრამ გასული მარტის შუა რიცხვებში ეს მდგომარეობა შეიცვალა.

ჰაერის ტემპერატურა მინუს  -11.5 გრადუსამდე გათბა. მანამდე კონკორდიამ დეკემბრის შუა რიცხვებში მინუს 13.7 გრადუსი დააფიქსირა. ასეთ უჩვეულო სითბოს დიდი თოვლი მოჰყვა და მეცნიერმა ჯულიენ ვიტვიკიმ ფოტოები გადაუღო ამ იშვიათ თოვლს, რომელიც უძველესი ყინულის ფენას ფარავს:

ჯულიენ ვიტვიკი,  INSTITUT POLAIRE FRANCAIS-ის გლაციოლოგი:

„უკვე 10 სანტიმეტრზე დადო თოვლმა. ეს რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში მოდის ხოლმე. ასე რომ კარგად დატკეპნილი თოვლის ზედაპირის ნაცვლად, რომელზეც ადვილად დავდიოდით, რამდენიმე დღის განმავლობაში ფუმფულა თოვლში ვეფლობოდით. აქაურობა უფრო საფრანგეთის ალპებს მოგაგონებთ, ვიდრე ანტარქტიდას“.

კონკორდიაზე უჩვეულოდ უხვი თოვლი შესაძლოა უფრო დიდი ტრენდის შემადგენელი ნაწილია.

გერმანული კონენის (Kohnen) სადგურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც იმავე სიმაღლეზე და კონტინენტის იგივე სიღრმეში მდებარეობს,  ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 პროცენტით მეტი თოვლი მოვიდა. ხოლო გასულ წელს, სანაპიროზე მდებარე გერმანულმა ნოიმაიერის სადგურმა საშუალოზე  50 პროცენტით მეტი თოვლის ნალექი დააფიქსირა.

ოლაფ ეისენი, ბრემენისა უნივერსიტეტისა და ალფრედ ვეგენერის ისნტიტუტის გლაციოლოგიის პროფესორი:

„ასეთ მოვლენას ითვალისწინებს გლობალური დათბობის სცენარი. როდესაც ატმოსფეროში უფრო თბება,  შესაძლოა ატმოსფეროს ტენიანობა გაიზარდოს, ეს კი მეტ თოვლს ნიშნავს.“

კონგერის ყინულის შელფი

ბევრს გაუჩნდა კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ  ჭარბმა თოვლმა  ოკეანეში შემცირებულ ყინულის საფარის თუნდაც მცირედ ზრდას შეუწყოს ხელი?

ყინულის საფარის შემცირება კოსმოსიდან უკვე კარგად ჩანს.

გასულ თვეში  ქალაქ რომის სიდიდის კონგერის ყინულის შელფი მოწყდა – რომელიც მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იბზარებოდა.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ანტაქრტიდა გააგრძელებს დნობას, რადგან უფრო თბილი ოკეანე და ჰაერი ყინულის შელფის გათხელებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ყინული ტყდება.

ალან ჰუბერტი, საერთაშორისო პოლარული ფონდის ხელმძღვანელი:

„რისი თქმაც შემიძლია, იმის მიხედვით რასაც  ვხედავ, რადგან მე ხმელეთზე ვიმყოფები და უკვე 15 წელზე მეტია ვუყურებ, როგორ სცილდება ყველა ეს ყინულის შელფი  კონტინენტურ ყინულს – ეს არის პირდაპირი ეფექტი ოკეანზე, რაც ისევ გაგრძელდება. ამაში დარწმუნებული ვარ. რადგან წყლის ტემპერატურა იმატებს და ამას ნამდვილად ვერ შევცვლით მომავალ ათ წელიწადში.“

 

მომავალ შეხვედრამდე.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend