მთავარისაქართველოპირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით გაიზრდება

პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით გაიზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. ანუ, პირველი ივნისიდან თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს. ასევე, ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეხებათ, როგორიც არის მაგალითად, დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა  მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend