თბილისში, 16 აპრილს უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა აქცია გამართეს. საელჩოსთან რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ფოტოსურათები, ბავშვების ტანსაცმელები და ყვავილები მიიტანეს.
უკრაინის საელჩოსთან დიასპორის წარმომადგენლები და უკრაინიდან ლტოლვილებიც მივიდნენ.
აქციაზე სანთლები აანთეს და უკრაინის ჰიმნი შეასრულეს.