მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიხმები დედამიწიდან - გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა

ხმები დედამიწიდან – გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა

გორის ქალთა გუნდის შესრულება არამხოლოდ საქართველოშია ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი, არამედ მას უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. ახლა კი, გორის ქალთა კამერული გუნდის ხმები მთვარეზეც კი გაიგზავნება.

საქმე ის გახლავთ, რომ NASA-ს, SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით შეიქმნა ციფრული არქივი სახელწოდებით – Lunar Codex-ი.

არქივი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან აერთიანებს ხელოვნების ნიმუშებს. საქართველოდან კი სწორედ გორის ქალთა კამერული გუნდის შემოქმედება შეირჩა.

პროექტის მიხედვით, მთვარეზე სამი სიმღერა გაიგზავნება. გუნდის სამხატვრო ხელმძვანელმა, თეონა ცირამუამ კოსმოსში გასაგზავნად შეარჩია კომპოზიციები „ეგზერსისი“, „ლაშარის გზაზე“, და აფხაზური ხალხური სიმღერა „ვარადო“. ნამუშევრები მთვარეზე 2024 წელს დაეშვება.

„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა საუბრობს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend