მთავარიმსოფლიოსაბერძნეთი ბრიტანეთის მუზეუმს პართენონის ქანდაკებების დაბრუნებას სთხოვს

საბერძნეთი ბრიტანეთის მუზეუმს პართენონის ქანდაკებების დაბრუნებას სთხოვს

უკვე მრავალი წელია, საბერძნეთი ბრიტანეთის მუზეუმს პართენონის ქანდაკებების დაბრუნებას სთხოვს,  ლონდონი კი უარს ამბობს. აკროპილისის დირექტორის თქმით, საკითხი შეიძლება გადაწყდეს, თუ იქნება პოლიტიკური ნება. ბრიტანეთის მუზეუმზე იზრდება საერთაშორისო ზეწოლაც. კერძოდ, იუნესკო საკითხთან დაკავშირებით დიალოგის გამართვას ითხოვს.

საბერძნეთის მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, პართენონის რამდენიმე ქანდაკება ჯერჯერობით ისევ ბრიტანეთის მუზეუმში რჩება. აკროპოლისის მუზეუმის ახალი დირექტორი იმ ქანდაკებების დაბრუნებას ითხოვს, რომლებიც ათენსა და ლონდონში ინახება.

აკროპოლისის მუზეუმის დირექტორი ნიკოს სტამპოლიდისი მიიჩნევს, რომ  პართენონი მსოფლიო კულტურის სახეა, ყოველ შემთხვევაში დასავლური ცივილიზაციისთვის, ამიტომ არ შეიძლება, მისი ნაწილები სხვადასხვა ადგილას იყოს მიმოფანტული. ბერძნული კულტურის ხასიათი მოითხოვს ქანდაკებების დაბრუნებას სამშობლოში, რათა  პართენონის ცნობილ მონუმენტს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე. მისი თქმით, თუ ბრიტანეთის პარლამენტი მიიღებს  შესაბამის აქტს,  ექსპონატებს მაშინვე ჩამოიტანენ საბერძნეთში.

ბრიტანეთის მუზეუმი უარს ამბობს ათენთან მოლაპარაკებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ქანდაკებების გადაცემით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე   დიდ მუზეუმს  გაღარიბების საფრთხე დაემუქრება. საბერძნეთში კი ამბობენ, რომ პართენონი უნიკალური მონუმენტია.

ბრიტანეთის მუზეუმზე იზრდება საერთაშორისო ზეწოლა. იუნესკო დიალოგის გამართვას ითხოვს.  აზრი შეიცვალეს „ლონდონ თაიმსშიც“. ისინიც პართენონის ქანდაკებების დაბრუნებას ემხრობიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend