მთავარიევროპაუკრაინაომის 50 დღე ევროპაში

ომის 50 დღე ევროპაში

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის ინტერვენციაზე სათანადო რეაქცია არ აქვს, რაც მოსკოვს შესაძლებლობას აძლევს, ომი განაგრძოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ მომენტში კრემლის ყურადღების ცენტრში დონბასის რეგიონია, ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვისათვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას სთხოვს.

“ინტერვენციის 50 – მა დღემ გვაჩვენა, რომ მოსკოვის მთავარი მიზანი დონბასია. სწორედ დონბასის განადგურება სურთ მათ პირველ რიგში. დონეცკსა და ლუგანსკს რუსული ჯარები ისე ანადგურებენ, რომ ვფიქრობ მათ მხოლოდ ნანგრევები სჭირდებათ და არა ხალხი. ამ 50 – მა დღემ მსოფლიოს ლიდერები სხვაგვარად დამანახა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ვნახე დიდი გულმოწყალება მათგან ვისაც ბევრი არ აბადია, ვნახე შემართება მათგან ვისაც მსოფლიოს ლიდერები მაინდამაინც დიდ ანგარიშს არ უწევენ. ვნახე, რომ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს შორის არიან ისეთები, ვისაც გააჩნია ნება, თავისუფლება ტირანიისგან დაიცვას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსი სამხედროების ცნობით, მათ უკრაინის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქარხანა დაბომბეს. მათი თქმით, რუსულ ტერიტორიაზე კიეველი ნაციონალისტების ტერორისტული თავდასხმების ფონზე, მოსკოვი კიევზე სარაკეტო თავდასხმებს გააგრძელებს. რუსეთის გენშტაბში ამბობენ, რომ ხარკოვში 30 პოლონელი მოხალისე გაანადგურეს, თუმცა ეს ცნობა არ დასტურდება.

უკრაინელი სამხედროების თქმით, კრემლი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აგრძელებს.

სამხრეთში რუსული არმია თავდაცვისათვის ემზადება და ტყვია-წამალს იმარაგებს. დონბასში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 8 ჯერ შეუტიეს უკრაინულ სანგრებს.

“მტერი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მოქალაქეების დაბომბვას განაგრძობს. ბელარუსის არმია სახელმწიფო საზღვართან თავდაცვით სამუშაოებს ატარებს. სამხრეთის მიმართულებაზე კი რუსული არმია ტყვია წამალს იმარაგებს და სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებს“, – უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი აცხადებს ოლექსანდრ შტუპუნი.

ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო ფინეთისა და შვედეთის მისამართით მოსკოვისგან მუქარა ისმის. საპასუხოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელია და ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მსურველი ქვეყნების გადასაწყვეტია.

“ნატოს რიგებში ახალი წევრი სახელმწიფოების მიღება ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებას ზიანს არ მიაყენებს, პირიქით. ალიანსში გაწევრიანების სურვილის მქონე ნებისმიერი სახელმწიფო შესაბამის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ნატო თავდაცვითი ალიანსია და მისი მიზანი გულისხმობს თავდაცვას და პოზიციების გამაგრებას, ნატო საფრთხეს არ წარმოადგენს მათთვის ვინც ალიანსზე თავდასხმას არ აპირებს“, – განაცხადა აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში 800 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ტყვია-წამალსა და შეიარაღებას აგზავნის.

ვაშინგტონმა კიევს უკვე 5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend