მთავარიევროპაიტალიაუკრაინიდან ომს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იტალიაში განარიდეს

უკრაინიდან ომს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იტალიაში განარიდეს

უკრაინელების ნაწილმა ქვეყნის დატოვება დიდი ბრძოლის შედეგად მოახერხა. ბევრი მათგანისთვის ეს ორმაგად რთული აღმოჩნდა. იტალიის დედაქალაქ რომში ჩასული ოჯახების წევრებს შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. იტალიური არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან.

იტალიაში ჩასასვლელად ოჯახებმა მძიმე გზა გამოიარეს. ჩასვლისთანავე, ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორისი და მისი მამა მეკოლაი უსინათლოები არიან. მარიუპოლიდან რომში ისინი ერთი თვე მიდიოდნენ.

“მოგზაურობის ყველა დეტალი მახსოვს. ამ ომის ყველა ხმა. ეს ხმები ჯერ კიდევ მაწუხებს. ყოველ ჯერზე, როცა ხმამაღალი ხმა მესმის, პანიკა მეწყება. თუ ღმერთმა ჩემი გადარჩენა გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს“, – ამბობს მეკოლაი.

მეკოლაის შვილი, ბორისი მხოლოდ 14 წლისაა და უკვე ბევრი რამ გამოიარა. მას ჯერ კიდევ უჭირს მომხდარის დაჯერება.

ამჟამად რომის ცენტრში მდებარე სასტუმროში 200-მდე უკრაინელი ცხოვრობს. მათი უმეტესობა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა. ქვეყნის იმ ნაწილიდან, რომელიც რუსული ძალების მიერ ყველაზე მეტად დაზარალდა. მათ გვითხრეს, რომ თავს იღბლიანად გრძნობენ, რადგან გაქცევა მანამდე მოახერხეს, სანამ რუსული ჯარი თავს დაესხმებოდა. ბევრი მათი მეგობარი, მეზობელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინაში დარჩა, რადგან მათ გაქცევა ვერ შეძლეს.

მარგარიტამ დონბასის დატოვება და რომში ჩასვლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ შვილთან მაქსიმესთან და პარტნიორთან ანასთან ერთად მოახერხა. მარგარიტას ოჯახმა ორი კვირა გაატარა თავშესაფარში, ელექტროენერგიის, საკვებისა და წყლის გარეშე.

“როდესაც დაბომბვის ხმა პირველად გავიგეთ, მაშინვე მაქსიმე ავიყვანეთ და მიწისქვეშ მეტროში ჩავიყვანეთ”, – იხსენებს მარგარიტა.

იტალიური არასამთავრობო ორგანიზაცია Arci Solidarietà, რომელმაც უკრაინელი ოჯახები იტალიაში უსაფრთხოდ ჩაიყვანა, კვირებია შეუჩერებლად მუშაობს. მათი მიზანია, ომს გამოქცეული ლტოლვილები ახალ გარემოს მარტივად და სწრაფად შეეგუონ. თუმცა ეს ყოველთვის ადვილი არ არის.

„ უკრაინელ ლტოლვილებს სჯერათ, რომ იტალია გარდამავალი, დროებითი ქვეყანაა. ისინი არ გრძნობენ აუცილებლობას რომ ადგილობრივ ცხოვრებაში ჩაერთონ. თავს ახალი გარემოს ნაწილად არ გრძნობენ და ქვეყანასაც კარგად არ იცნობენ“, – ამბობს მარიანჯელა დე ბლასი.

უკრაინის დატოვება მათ არ აურჩევიათ. ეს მათ აიძულეს. მათ სჯერათ რომ ერთ დღეს სამშობლოში დაბრუნდებიან, მაგრამ როდის შეძლებენ სახლში დაბრუნებას ჯერ კიდევ უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend