მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის გენშტაბი: რუსი სამხედროები მთელი უკრაინის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმას აგრძელებენ

უკრაინის გენშტაბი: რუსი სამხედროები მთელი უკრაინის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმას აგრძელებენ

„კრემლს დონბასში 70 000-მდე ჯარისკაცის შეგროვება სურდა, მაგრამ მხოლოდ 20%-ის მობილიზაცია მოხერხდა.“ - ოლექსანდრ შტუპუნი, უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი.

უკრაინელი სამხედროების აზრით, რუსეთის ფედერაცია, დიდი ალბათობით, განაგრძობს სარაკეტო შეტევას მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. უკრაინული გენშტაბის პრესმდივანი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ხარკოვზე და დონბასის რეგიონზე საარტილერიო შეტევას აგრძელებენ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მარიუპოლში, კრემლი კი დონბასშია მობილიზებული: „მტერი სამხედრო საჰაერო ძალების მობილიზაციას აგრძელებს. ხდება საარტილერიო შენაერთების თავმოყრაც და ლოგისტიკური და სადაზვერვო მომზადება. რუსი სამხედროები მთელი უკრაინის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმას აგრძელებენ. დონბასში მასობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული, კრემლს დონბასში 70 000-მდე ჯარისკაცის შეგროვება სურდა, მაგრამ მხოლოდ 20%-ის მობილიზაცია მოხერხდა.“ – ოლექსანდრ შტუპუნი, უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი.

მოსკოვში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კიევი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დივერსიულ საქმიანობას არ შეწყვეტს, რუსული არმია კიევს თავს დაესხმება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული მხარის ცნობით, მათმა არმიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ცენტრები, სარადარო სისტემები, ტყვია-წამლის საწყობები და სარაკეტო ბატარეები დაბომბა.

ვაშინგტონი კი აგრძელებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევისათვის 800 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების შეიარაღების გადაცემის შესახებ განაცხადა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისათვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ეს შეიარაღება ზედგამოჭრილია იმ სამხედრო გამოწვევებისათვის, რომელთა წინაშეც უკრაინული არმია დგას ამ ეტაპზე. ჩვენ მიერ მიწოდებული შეიარაღება დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სახელმწიფოს აღმოსავლეთში რუსული შეტევის მოგერიებაში.“ – აცხადებს ჯონ კირბი, პენტაგონის პრესმდივანი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიევს უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებამდე და შემდეგ უკვე 3 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღება მიაწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend