მთავარიევროპაუკრაინაშავ ზღვაში რუსული ფლოტის მთავარი სამხედრო საზღვაო ხომალდი აფეთქებულია

შავ ზღვაში რუსული ფლოტის მთავარი სამხედრო საზღვაო ხომალდი აფეთქებულია

სარაკეტო კრეისერი "მასკვა" უკრაინელმა სამხედროებმა ნეპტუნის ტიპის რაკეტებით ააფეთქეს - რუსულ სამხედრო საზღვაო ფლოტს ამ ტიპის მხოლოდ ორი სამხედრო საზღვაო ხომალდი დარჩა

შავ ზღვაში რუსული სამხედრო ფლოტის წამყვანი სამხედრო საზღვაო ხომალდი, სარაკეტო კრეისერი სახელად „მასკვა“, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობისას უკრაინულ ქალაქ მიკოლაევში აიგო, უკრაინელმა სამხედროებმა ნეპტუნის ტიპის რაკეტებით ააფეთქეს.

რუსულ სარაკეტო კრეისერს დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. აწ უკვე აფეთქებული რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვის მიერ წარმოებულ თითქმის ყველა ომში მონაწილეობდა. სარაკეტო კრეისერის მეზღვაურთა რაოდენობა 680 მეზღვაურს შეადგენდა და სამხედრო საზღვაო ხომალდი თანამედროვე სარაკეტო სისტემებით და ქვემეხებით იყო შეიარაღებული.

2008 წელს საქართველოში რუსული ინტერვენციისას რუსული სარაკეტო კრეისერი „მასკვა“ ქართულ არმიას ოჩამჩირის პორტიდან ბომბავდა. 2015 წელს კი სირიის სამოქალაქო ომში ხმელთაშუა ზღვიდან რუსულ სამხედრო ბაზებს იცავდა.

2022 წელს უკრაინის ომში რუსული სარაკეტო კრეისერი „მასკვა“ მონაწილეობას იღებდა კუნძული ზმეინის ოკუპაციაში. უკრაინული წყაროების თანახმად, შავ ზღვაში ყველაზე ძლიერი რუსული საზღვაო ხომალდის უკრაინელების მიერ აფეთქების მომენტში ბორტზე 500 მეზღვაური მსახურობდა, მათგან მხოლოდ 50-მდე გადარჩა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend