მთავარიაზიაჩინეთიშანხაიში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

შანხაიში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ქალაქის – შანხაის 26 მილიონი მოსახლე უკვე მესამე კვირაა, მკაცრი შეზღუდვებისა და კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. ბოლო 24 საათში შანხაიში კორონავირუსის 26 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა მათგან მხოლოდ  1189 პირს აღენიშნებოდა სიმპტომები. ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია. ექიმები ერთმანეთს ამხნევებენ. მათ  სჯერათ, რომ პანდემია მალე დასრულდება.

შანხაიში შეზღუდვები და კარანტინი 28 მარტს დაწესდა. თუმცა მანამდე ზოგიერთი კორპუსის მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ, კვირების განმავლობაში იზოლაციაში ყოფილიყვნენ. მოსახლეობა დაიღალა პანდემიით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში  საკვების დეფიციტია. ბევრ ადამიანს არასათანადო პირობების გამო არ სურს საიზოლაციო ცენტრში გადასვლა.  ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, თავიდან აიცილოს ვირუსის მასობრივი გავრცელება. რისკის ქვეშ  განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან, რომელთაც არ მიუღიათ ვაქცინის მესამე დოზა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend