მთავარიამერიკააშშაღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე, ვაშინგტონი კიევს იარაღს უგზავნის

აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე, ვაშინგტონი კიევს იარაღს უგზავნის

აღმოსავლეთ უკრაინაში კრემლი სამხედრო ძალის მობილიზებას განაგრძობს. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ კიევში პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმაც ისაუბრეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე – დონბასსა და ხერსონზე თავდასხმისთვის ემზადებიან. უკვე რამდენიმე დღეა, შეინიშნება რუსული ძალების მობილიზება აღმოსავლეთ ფრონტზე. კრემლის განცხადებითაც,  ახლა მათთვის პრიორიტეტი დონბასის რეგიონის გათავისუფლებაა.

პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი აღნიშნავს, რომ აშშ უკრაინას ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაჰპირდა დახმარებას, რათა ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა. მისი თქმით, ეს სწორედ იმ დახმარების ნაწილია. უკრაინელებს გადასცეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, რომლებიც მათ ქვეყნის აღმოსავლეთში მოსალოდნელი ბრძოლებისთვის მოითხოვეს.

ცოტა ხნით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ დამატებითი შეიარაღების გარეშე გაუთავებელი სისხლის ღვრა იქნებოდა. ახლა იგი მადლობას უხდის აშშ-ს, რომელმაც უკრაინის დასაცავად 800  მილიონი დოლარის ოდენობის მხარდაჭერის ახალი პაკეტი განიხილა. დახმარების პაკეტში შედის შეიარაღება, საბრძოლო მასალა, საარტილერიო სისტემები, ჯავშანტრანსპორტიორები და ვერტმფრენები. უკრაინის პრეზიდენტი და ამერიკული მხარე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებაც შეთანხმდნენ.

უკრაინას მხოლოდ შეიარაღებას არ სთავაზობენ. კიევში ვიზიტის ბოლოს პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ საჭიროა დახმარების სხვა ფორმებიც.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ უკრაინის მომავალი ბრძოლის ველზე გადაწყდება. სიმართლემ უნდა იზეიმოს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ამიტომ, გარდა სამხედრო დახმარებისა, მათ უკრაინას ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმინატარული დახმარებაც უნდა გაუწიონ.

დონბასისა და ხერსონის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა რუსეთის თავდასხმისთვის ემზადება.  თუ როდის ჩაიტანენ შეირაღების ახალ პარტიას,  ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend