აღმოსავლეთ უკრაინაში, ვოლნოვახის ქუჩებში, რუსი ჯარისკაცები Z სიმბოლოებით გადაადგილდებიან. აქ სკოლები მას შემდეგ გაიხსნა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი სისხლისღვრითა და ბომბებით აიღეს…
“ქალაქის 80% განადგურებულია. ჩვენი სახლი დაიწვა. თან მხოლოდ პასპორტები, პირადობის მოწმობები გვაქვს. სხვა არაფერი” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი
ომის კვალის წაშლას დიდი დრო დასჭირდება. ოკუპანტების ყოფნა გავლენას ახდენს პატარებზე, რომლებიც საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ რუსეთისა და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის დროშების ფონზე. ისინი იძულებული იყვნენ, გახსნის ცერემონიაზე რუსეთის ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე წამომდგარიყვნენ.
სამოცდაათამდე უკრაინელი ბავშვი ტალინის სკოლაში აგრძელებს სწავლას , ისინი ესტონეთში, დედებთან ერთად გაიქცნენ. ცენტრთან თანამშრომლობს უკრაინელი მასწავლებელი, რომელიც ასევე ომს გამოექცა.
„იმავე პროფესიით ვმუშაობდი ხარკოვში, მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. გასაგები მიზეზის გამო მომიწია სამშობლოს დატოვება, რადგან ომი დაიწყო და ჩემი შვილი უნდა გადამერჩინა და უფრო უსაფრთხო ქვეყანაში უნდა გადავსულიყავი“.- ამბობს მასწავლებელი უკრაინიდან
ამ ტრაგედიის ფონზე ლტოლვილთა ეს ჯგუფი შედარებით უკეთეს პირობებშია. ცნობილია რომ 2 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი მიმოფანტულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ლტოლვილის სტატუსით. იმ ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა სკოლაში მოხვდენენ, უცხო ენაზე უწევთ სწავლა.