მთავარი ევროპა რუსეთი რუსეთის ზოგიერთ რეგიონში შაქრისა და მარილის დეფიციტია

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში შაქრისა და მარილის დეფიციტია

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი ეკონომიკური სანქცია დაუწესა, რომელთა შედეგები ქვეყანაში უკვე იგრძნობა. იაროსლავლის მხარეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დეფიციტის შესამცირებლად ქუჩის ბაზრობები მოაწყო. აქ შაქარი უფრო იაფი ღირს, ვიდრე მაღაზიებში.

დეფიციტისა და საჭირო საქონელზე მოთხოვნის შესამცირებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ იაროსლავლში ქუჩის ბაზრობა მოაწყო. შაქარი პირდაპირ სატვირთო მანქანებიდან იყიდებოდა. ბაზრობები გაიმართა ამავე რეგიონის ქალაქებში უგლიჩსა და რიბინსკშიც.  გასაყიდად 1,5 ტონა შაქარი იყო გამოტანილი.

მოსახლეობა აცხადებს, რომ რეგიონში შაქრისა და მარილის დეფიციტია.

ადამიანებს საშუალება მიეცათ, საცალო ფასზე იაფად, საბითუმო ღირებულებით, თითო სულზე   6 კილოგრამი შაქარი შეეძინათ.

რუსეთის ეკონომიკური პრობლემები ახლა უკვე ქუჩაშიც იგრძნობა. მაღაზიებთან გრძელი რიგებია, დახლები კი ცარიელია, ბევრი პროდუქტი აღარ იშოვება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend