მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის გენშტაბი: გრძელდება ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკადა და ქალაქის საარტილერიო დაბომბვა

უკრაინის გენშტაბი: გრძელდება ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკადა და ქალაქის საარტილერიო დაბომბვა

კრაინის სამხედრო მეთაურობაში ამბობენ, რომ გრძელდება სახელმწიფოს სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 36-ე საზღვაო ბრიგადის 1026 უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს, მათ შორის 162 ოფიცერია, 151 კი დაჭრილია.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს, მაგრამ სოციალურ მედიაში წერს, რომ 36-ე საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცებმა ქალაქ მარიუპოლში უკრაინის არმიის სხვა ნაწილებთან გაერთიანება შეძლეს.

უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ მარიუპოლში ბრძოლა გრძელდება, უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარების შესახებ კი არაფერს აცხადებენ. უკრაინის სამხედრო მეთაურობაში ამბობენ, რომ გრძელდება სახელმწიფოს სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვა: „მტერი განაგრძობს მარიუპოლზე შეტევას, შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აზოვსტალის სახელობის ქარხანაა, სამხრეთში კი რუსული არმია დასახლებების დაკავებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. გრძელდება ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკადა და ქალაქის საარტილერიო დაბომბვა.“ – ოლექსანდრ შტუპუნი, უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი.

უკრაინის ტერიტორიაზე სატელიტის მეშვეობით გადაღებულ ფოტომასალაში ასახულია რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაადგილდება, სამხედრო მობილიზაცია მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზეც, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს,რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები კრემლის მიერ დასახული ამოცანების შესრულებამდე გაგრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კვლავ პოულობენ დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებს.

„ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გრძელდება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიება. თითქმის ყოველდღე ვპოულობთ ახალ სამარხებს. მტკიცებულებებს ვაგროვებთ. ათასობით ცხედარს ვპოულობთ სარდაფებსა და თხრილებში. ზოგიერთი სოფელი საერთოდ ცარიელია. ასობით ბავშვი მშობლების გარეშეა დარჩენილი, მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ ვიცით.“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინელი ლტოლვილები აგრძელებენ პოლონეთში გადასვლას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომელთა განცხადებით უკრაინა უკვე 5 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მათი ნახევარი კი სწორედ პოლონეთშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend