მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმუსიკით სოლიდარობა - ეროვნული სომფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი

მუსიკით სოლიდარობა – ეროვნული სომფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო ყოველდღიურად წარმოუდგენელი სისასტიკის მოწმე ხდება, ქართველი ხალხი ყოველნაირად ცდილობს სოლიდარობა გამოხატოს უკრაინის მამართ.

ამ ფართო და გულიან სოლიდარობას, თავიანთ ხმას უერთებენ მუსიკოსებიც. 11 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში უკრაინელი და ქართველი ხელოვანების ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ეს საქველმოქმედო აქციაც იყო – მარათონი, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიზნით… კონცერტში მონაწილეობდა ქალაქ ლვოვის სიმფონიური ორკესტრი. თუმცა თბილისში, ამ ორკესტრიდან მხოლოდ ქალი მუსიკოსები უკრავდნენ, რადგან მამაკაცებს ახლა საკრავების ნაცვლად იარაღი უჭირავთ ხელში.

მანამდე კი, ქართველებისთვის ასე მნიშვნელოვან დღეს, 9 აპრილს, ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი გამართა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელიც 9 აპრილსა და უკრაინელ მებრძოლებს მიეძღვნა.

ინტერვიუ საქართველოს ეროვნული სომფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ რაჭველთან

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend