მთავარიევროპაუკრაინაირპენის მცხოვრებლები სახლებში ბრუნდებიან

ირპენის მცხოვრებლები სახლებში ბრუნდებიან

ირპენიდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ ალექსეი პლანიდა საკუთარ სახლში პირველად იმყოფება. ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა მისი ბინა გაძარცვეს, წაიღეს ტექნიკა და ძვირფასეულობა. ალექსეიმ ქალაქი ცოლთან, ორ მცირეწლოვან შვილთან და ძაღლთან ერთად რამდენიმე კვირის წინ, მძიმე ბრძოლების ფონზე დატოვა.

“არ ვიცი. ახლა შევეცდები უბრალოდ ფანჯრები ჩავკეტო, რომ სახლი წვიმისგან დავიცვა. არ ვიცი…” – ამბობს ალექსეი პლანიდა.

სახლი გაძარცვული დახვდა ოკსანა ლიულკასაც. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 28 წლის ახალგაზრდა გოგონა უკრაინაში კვიპროსიდან დაბრუნდა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო და ბინაც გაარემონტა.

„ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ რუსები ჯერ ისევ ჩვენს ქვეყანაში არიან, ამიტომ ჩვენ ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ. სახლი არ არის ყველაზე მთავარი ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვგძნობთ ტკივილს და ეს რთულია, ეს საშინელებაა, მაგრამ ადამიანები იტანჯებიან, იღუპებიან და ეს არის ჯერჯერობით მთავარი პრობლემა“ – ამბობს ოქსანა ლიულკი.

ირპენის ქუჩებში ჯერ ისევ სიჩუმეა. განადგურებულ ინფრასტრუქტურასა და გადამწვარ კედლებს შორის სიცოცხლის პირველი ნიშნები ჩნდება… მოქალაქეები საკუთარ სახლებს უბრუნდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend