მთავარი ამერიკა აშშ ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა

ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინელების გენოციდად შეაფასა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს, ვალდიმერ პუტინს დიქტატორი უწოდა. ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელების კეთილდღეობაზე არ უნდა აისახოს, ჩაიდენს თუ არა დიქტატორი სხვა ქვეყანაში გენოციდს.

“მე ვაკეთებ ყველაფერს, რომ შემცირდეს საწვავის ფასი. მარტის ინფლაციის შემდეგ, ჩვენ უკვე გვაქვს პროგრესი. თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი შესაძლებლობა, შეავსოთ საწვავის ავზი – ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს მსოფლიოს მეორე მხარეს. საწვავის ფასის ზრდის შესამსუბუქებლად, მე განკარგულება გავეცი, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რეზერვიდან დღეში ერთი მილიონი ბარელი გამოიყოს. ეს არის ჩვენი ეროვნული რეზერვიდან საწვავის გამოყოფის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა,” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend