მთავარიdraft geo"რეალ მადრიდი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს

“რეალ მადრიდი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “რეალ მადრიდი” ითამაშებს. “სამეფო კლუბი” მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის “ჩელსისთან” 1:3 დამარცხდა.

“ჩელსიდან” გოლები მეისონ მაუნტმა, ანტონიო რუდიგერმა და ტიმო ვერნერმა გაიტანეს, საერთო ჩათვლაში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი კი როდრიგოს ანგარიშზეა. დამატებით დროში ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც კარიმ ბენზემამ გაიტანა.

„მეორე გოლის გაშვების შემდეგ გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემა შეექმნა, თუმცა სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დანებების უფლება არ მოგვცა. „სანტიაგუ ბერნაბეუ“ ჯადოსნური ადგილია, რომელიც გუნდს ენერგიას აძლევს. ნახევარფინალში გასვლა გაგვიჭირდა, თუმცა მიხარია რომ ეს გზა გავიარეთ,” – განაცხადა “რეალ მადრიდის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ

“რეალმა” ბოლო 10 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა მერვედ შეძლო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend