ფეისბუკზე უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ბრიგადის წარმომადგენლები წერდნენ, რომ მხოლოდ ერთხელ მიიღეს დახმარება კიევისგან. სოციალურ ქსელში ამ პოსტმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მარიუპულის დაცვაში მყოფ სამხედროებს იმედი გაუცრუა.
პოსტს გამოეხმაურა, მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშენკო, რომლის თქმითაც ეს ყალბ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტია.
განცხადება გამოაქვეყნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ველერი ზალუჟნიმაც. მისი თქმით, ცენტრს კავშირი აქვს მარიუპოლის ძალებთან და თავდაცვითი ოპერაციების დეტალები საჯარო განხილვის საგანი არ უნდა იყოს.