ტელეარხ “რასია 24-ზე” სიუჟეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ მწვანე ფერის სამხედრო სამოსში ჩაცმული ორი ადამიანი მანეკენს ამზადებს. ეს ვიდეო „რასია 24-ზე” გამოიყენეს ისე, თითქოს ასე ქმნიან უკრაინელები სცენებს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება.
რეალურად, ვიდეო არა უკრაინაში, არამედ რუსეთში, ქალაქ ვსევოლოჟსკში ერთ-ერთი სატელევიზიო სერიალის გადაღების დროს არის ჩაწერილი და ის რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის რეჟისორმა დაადასტურა.