მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარი ლე პენი...

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარი ლე პენი დაუპირისპირდებიან

24 აპრილს გახდება ცნობილი, ეყოლება თუ არა საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი. მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს უპირისპირდება. როგორც ემანუელ მაკრონმა მხარდამჭერებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში უპირატესობა მოიპოვა, ჯერ არაფერია  გადაწყვეტილი.

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. ვიყოთ თავმდაბლები და დავარწმუნოთ ყველა, რომ 24 აპრილს ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ არჩევანი და დავიწყოთ ახალი ფრანგული და ევროპული ეპოქა. ჩვენი არჩევანი შედეგის მომტანი იქნება როგოც საფრანგეთისთვის, ისე ევროპისთვის“- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ლე პენმა, რომელიც ცნობილია თავისი ანტიმიგრაციული პოზიციით, ეკონომიკური კრიზისისა და ინფლაციის წინააღმდეგ რთული კამპანიის შემდეგ ადვილად მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა.

„მე უზრუნველვყოფ ეროვნულ დამოუკიდებლობას, რათა საფრანგეთი იყოს მშვიდობიანი ქვეყანა. მე დავუბრუნებ საფრანგეთს სუვერენიტეტს ყველა სფეროში, რაც ნიშნავს ფრანგი ხალხის თავისუფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს და დაიცვას საკუთარი ინტერესები. მე გავაკონტროლებ იმიგრაციის პროცესს და აღვადგენ უსაფრთხოებას ყველასთვის“- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარი ლე პენმა.

მემარცხენე ვეტერანმა ჟან-ლუკ მელენშონმა საფრანეგთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლე პენის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში ის  საფრანგეთის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს.

კენჭისყრამ დაადასტურა, რომ ტრადიციული მმართველობის პარტიებს ნაკლები რეიტინგი აქვთ. სოციალისტები და რესპუბლიკელები არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობენ საფრანგეთში. ბოლოს მაკრონმა მეორე ტურში ადვილად დაამარცხა ლე პენი. თუმცა წელს ლე პენს საფრანგეთში უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend