ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ფავორიტთა დაპირისპირება გაიმართა. „მანჩესტერ სიტიმ” „ლივერპულს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა.
„სიტის” რიგებში თავი კევინ დე ბრუინემ და გაბრიელ ჟესუსმა გამოიჩინეს, „ლივერპულიდან” კი გოლები დიოგუ ჟოტამ და სადიო მანემ გაიტანეს.
74 ქულით „სიტი” პირველ ადგილზეა, „ლივერპული” კი მეორე ადგილს იკავებს და „ქალაქელებს” ერთი ქულით ჩამორჩება.
პეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპის გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ინგლისის თასის ნახევარფინალი 16 აპრილს „უემბლიზე” გაიმართება.