მთავარიევროპაუკრაინარუსეთი აგრძელებს დონეცკის მიმართულებით თავდასხმით ოპერაციებს

რუსეთი აგრძელებს დონეცკის მიმართულებით თავდასხმით ოპერაციებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ბოროდიანკაში ჩავიდა. ამავდროულად, უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ დამატებითი შენაერთის გადაჯგუფებას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის სპიკერი, ალექსანდრ შპუტუნი ამბობს, რომ რუსეთი აგრძელებს დონეცკის მიმართულებით თავდასხმით ოპერაციებს, მთელი მათი ძალისხმევა ახლა მიმართულია რუბეჟნეს, ნიჟნეს, პოპასნასა და ნოვობახტუმოვკის დასახლებების წინააღმდეგ და მარიუპოლში სრული კონტროლის დამყარებაზე.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინიტრო მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო დავალებების შესრულების კადრებს ავრცელებს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და უკრაინულ მხარეს პროვოკაციებში ადანაშაულებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, „კიევის ნაციონალისტური რეჟიმი“ მორიგ პროვოკაციას ამზადებს, რათა რუსეთი ირპინში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში დაადანაშაულოს. იგორ კონაშენკოვი განცხადებით, მას სურს, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული დასახლება ერთი კვირის წინ დატოვეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას 52 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 5 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი რამდენიმე ათეულს აღწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend