მთავარი ამერიკა მექსიკა უკრაინელი ლტოლვილები მექსიკასა და აშშ-ში

უკრაინელი ლტოლვილები მექსიკასა და აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მაძიებელი ასობით ლტოლვილი უკრაინიდან ტიხუანაში, შეერთებული შტატების საზღვართან ჩადის, რომ შემდეგ აშშ-ში მოითხოვოს თავშესაფარი. მათთვის ქალაქში რამდენიმე დროებითი თავშესაფარია მოწყობილი და იქვეა მათ დასახმარებლად მობილიზებული მოხალისეებიც.

ერთ-ერთი კოორდინატორი ალექს ფედორჩუკი  ამბობს,  რომ აქ უკვე 2000-ამდე ლტოლვილი მიიღეს. ეს ადამიანები აეროპორტიდან პირდაპირ ცენტრში მოჰყათ, რომ იზრუნონ მათზე და საკვებით უზრუნველყონ.

ყველა მადლიერია. მათ ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ. ისინი ომის სისასტიკეს გამოექცნენ, აქ კი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

ოქსანა დუდნიკი ლტოლვილია ბუჩიდან. ის ამბობს, რომ რუსი სამხედროები მისი და მისი სამეზობლოს სახლებში შეცვივდნენ და წაიღეს ძვირფასი ნივთები. ახლა იქ ყველაფერი თავდაყირა დგას. ოქსანა აქ თავს კარგად გრძნობს და მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც უკრაინელებს ეხმარებიან. მათ საკვებიც აქვთ და თავშესაფარიც, ყველაფერი, რაც სჭირდებათ.  მარიუპოლში კი ხალხს აღარაფერი გააჩნია – არც წყალი და არც საკვები.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 2 კვირის განაცხადა, რომ უკრაინიდან 100 000 ლტოლვილს მიიღებს. ზოგი უკრაინელი უკვე ჩავიდა შეერთებულ შტატებში. ლეონიდიც ერთ-ერთი მათგანია. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა ხანგრძლივი და დამღლელი იყო, ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ოჯახთან ერთად ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend