მთავარიევროპაუკრაინაოდესაში მოხალისეებმა ჰუმანიტარული ცენტრი მოაწყვეს

ოდესაში მოხალისეებმა ჰუმანიტარული ცენტრი მოაწყვეს

ზღვისპირა ქალაქ ოდესის მოსახლეობა მუდმივ მზადყოფნაშია, რომ რუსეთის აგრესიისგან დაიცვას თავი. კვების ერთ-ერთი ობიექტის ადგილას ახლა, ოდესაში, მოხალისეების ჰუმანიტარული ცენტრია მოწყობილი, რომელშიც 300 მოხალისე მუშაობს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ომის დაწყების დღიდან ეხმარებიან სახმედროებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და დევნილებს.

„ევრონიუსი“  ჰუმანიტარული ცენტრის ხელმძღვანელს გაესაუბრა.

ნიკოლაი ვიკნიანსკი, ოდესის ჰუმინიტარული ცენტრის ხელმძღვანელი, ჰყვება, რომ ომამდე ბიზნესმენი იყო, მისი ბიზნესი დისტრიბუციას უკავშირდებოდა. სწორედ ამიტომ კარგად ესმის, რა სჭირდება ახლა აქ ადამიანებს. მან ცენტრში თავისი კომპანიის თანამშრომლები მიიყვანა, რადგან მათ დიდი გამოცდილება აქვთ და ყველაფრის ორგანიზება შეუძლიათ.

პირველ დღეებში მათ ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და ტელეგრამზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია, თუ რა სჭირდებოდათ ცენტრში და რისი მობილიზება იყო საჭირო. ოდესის მოსახლეობა კი ეხმარებოდათ და მოჰქონდათ ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ. შემდეგ მათ თანხებიც მობილიზებაც შეძლეს და პროდუქტებიც შეიძინეს.

ცენტრში მარიუპლოდანაც მოდიოდნენ, მაგრამ ახლა – ვეღარ, რადგან მოსახლეობა ვერ ტოვებს ქალაქს, თუმცა ცენტრის თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად. ნიკოლაის თქმით, აქ, ასევე იყვნენ ხერსონიდანაც.

დევნილთა ნაწილი ოდესაში დარჩენას გეგმავს. თუმცა ოდესის მომავალი გაურკვეველია და შეიძლება, ერთ დღეს აქაც გაჩაღდეს ბრძოლა. ნიკოლაი მათ უკრაინის დასავლეთში, ასევე მოლოდოვასა და რუმინეთში წასვლას ურჩევს. ცენტრში დევნილებს გამგზავრებაშიც ეხმარება. ნიკოლაი კი მხოლოდ ერთ რამეს ელის – უკრაინელების გამარჯვებას.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend