მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მიიღეს.

მორიგი სანქციები ძირითადად რუსულ ენერგეტიკულ სექტორს ეხება. სანქციები ითვალისწინებს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვას. ასევე შეიზღუდება სატვირთო და საზღვაო გადაზიდვები რუსეთიდან და ბელარუსიდან, დაყადაღდება ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ბანკის აქტივები.

ხუთშაბათს სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარებმა რუსი სამხედროების ქმედებების საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ  დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვეს. კერძოდ, ევროპარლამენტი რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს.

შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა 513 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გამო. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად უნდა შეიქმნას გაეროს სპეციალური ტრიბუნალი. ევროპელი კანონმდებლები ასევე ითხოვენ, რომ უკრაინას უფრო დიდი რაოდენობით მიაწოდონ იარაღი, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს.

სანქციები უფრო ეფექტიანი რომ იყოს, ევროპარლამენტი ითხოვს რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას, ასევე რუსეთთან დაკავშირებული ხომალდებისთვის ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შესვლის აკრძალვას. დეპუტატები ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ რუსეთში აიკრძალოს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ანალოგიური შეზღუდვები უნდა დაწესდეს ბელარუსის წინააღმდეგაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend