მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინის 22 წლიანი მმართველობა

ვლადიმერ პუტინის 22 წლიანი მმართველობა

2000 წელს რუსეთმა ახალი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აირჩია. მან ჩაანაცვლა ბორის ელცინი, რუსეთის  დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი. ელცინის მმართველობა ურთიერთწინააღმდეგობებით იყო სავსე. ინდივიდუალური და ეკონომიკური თავისუფლების პარალელურად ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი და უწესრიგობა სუფევდა, რაც რუსი საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. ბიოგრაფიის თანახმად, პუტინი ახალგაზრდობაში ხულიგანი იყო, თუმცა ძიუდომ იგი სწორ გზაზე დააყენა. დისციპლინის დახმარებით იგი აღმოსავლეთ გერმანიაში „კა-გე-ბეს“ აგენტი გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას სხვა ოფიცრების მსგავსად ახალ რეალობასთან ადაპტაცია მოუწია.

პუტინის პოლიტიკური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, როცა „კა-გე-ბეს“ პერსპექტიული აგენტი სანკტ-პეტერბურგის მერის და მისი მომავალი მენტორის, ანატოლი სობჩაკის მოადგილე გახდა. ამ პერიოდში რუსეთმა ომი დაიწყო ჩეჩნეთში. მაშინ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა ის ფაქტი, რომ რუსეთი თავის ძლევამოსილებას კარგავდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა რუს ხალხში თავდაჯერება და ღირსება აღედგინა.

ამ მიზნით მან მორიგი ომი დაიწყო – ისევ ჩეჩნეთში. რუსულმა არმიამ მიწასთან უმოწყალოდ გაასწორა დედაქალაქი გროზნო. თუმცა, ამ ნაბიჯმა უკურეაქცია გამოიწვია. 2002 წელს ასი ადამიანი დაიღუპა მოსკოვის თეატრში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად. 2004 წელს კი – 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი მოკვდა ჩრდილოეთ ოსეთში, ბესლანის საჯარო სკოლაში. ორივე შემთხვევაში რუსეთის სპეცრაზმმა წარუმატებელი ოპერაცია ჩაატარა. ბევრი სწორედ კრემლს ადანაშაულებდა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილში.

ამასობაში, ამერიკა ერაყში შეიჭრა, ხოლო ნატო ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპისკენ გაფართოვდა. უკრაინამ და საქართველომ პროევროპული გზა აირჩია ხავერდოვანი რევოლუციების შედეგად. თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ მოვლენებმა პუტინის სტრატეგია შეცვალა. ბევრი მისთვის გარდამტეხ 2005 წლის ცნობილ გამოსვლას ასახელებს.

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი:

„საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. ამან დიდი უბედურება მოუტანა რუს ხალხს. ჩვენი ასობით მილიონი  თანამემამულე რუსეთის ტერიტორიის გარეთ აღმოჩნდა.“

შემდეგ იყო მაიდნის რევოლუცია – ეს პუტინისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. იანუკოვიჩის იმპიჩმენტის შემდეგ, პუტინმა უკრაინის დასჯა გადაწყვიტა და ჯარებს ყირიმის დაკავება უბრძანა, რასაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატისტული ომის დაწყება მოჰყვა.

2018 წელს პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეოთხეჯერ გახდა. გაყალბების ბრალდებებისა და დემონსტრაციების ფონზე მან ხმათა უმრავლესობა მიიღო. ძალაუფლების გასამყარებლად 2020 წელს მან კონსტიტუცია შეცვალა. ორი წლის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ ომს კი ამ დრომდე ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა – რუსეთის პრეზიდენტი კი შესაძლოა, გაეროს ტრიბუნალმა ომის დანაშაულებებისთვის გაასამართლოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend