მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის გენერალური შტაბი: ბევრი რუსი ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

უკრაინის გენერალური შტაბი: ბევრი რუსი ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო საზღვაო ხომალდებით მიკოლაევში, ზაპოროჟიეში, ხარკოვსა და ჩუგუევში მდებარე საწვავის საცავებზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს.

უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსული არმია აღმოსავლეთ უკრაინაში შტურმს აგრძელებს, ხარკოვი რუსი ჯარისკაცების მიერ ბლოკირებულია, ხერსონში კი რუსი სამხედროები დაუნდობელ სადამსჯელო ოპერაციას ატარებენ.

„ჩრდილოეთის ფრონტის ხაზიდან გაყვანილი რუსი ჯარისკაცები სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარე ყაზარმებში არიან გადაყვანილები. ბევრი მათგანი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, მათი მორალი შერყეულია და მხოლოდ უარესდება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მეთაურობა პირადი შემადგენლობის შევსების მიზნით სხვადასხვა ზომებს მიმართავს, მათ შორის 2012 წელს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების უკან ჯარში დაბრუნებას.“ – აცხადებს ოლექსანდრ შტუპუნი, უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი.

კიევი კი ნატოს დამატებითი შეიარაღების მიწოდებას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას გამორიცხავს, ალიანსის წევრი სახელმწიფოები უკრაინას ანტისაჰაერო და ანტისატანკო შეიარაღებას აწვდიან.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მხრიდან წამოყენებულ, ბუნებრივი აირის ღირებულების რუბლებში გადახდის, ულტიმატუმს განიხილავს. მისი თქმით, ევროკავშირი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მაგრამ ბუნებრივი აირის ფასს მოსკოვს ევროში გადაუხდის: „მნიშვნელოვანია, თუ რა არის ჩაწერილი ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებაში კი წერია, რომ ბუნებრივი აირის საფასური ან ევროებით ან დოლარებით უნდა იყოს გადახდილი. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ გადახდა დოლარებით ან ევროებით უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია რომ რუსული მხარის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით განვიხილოთ.“ – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ჩრდილოეთ უკრაინაში, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაში კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს ქალაქიდან რუსული ჯარების გასვლის შემდეგ აღმოჩენილი დახვრეტილი და ნაწამები ადამიანების ცხედრების ამოცნობის პროცესი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend