მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბუდაპეშტი მზადაა, რუსული გაზი რუბლით შეიძინოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბუდაპეშტი მზადაა, რუსული გაზი რუბლით შეიძინოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ორბანმა ოთხშაბათს გამართულ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მე პუტინს შევთავაზე, რომ ის, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი, რაც შეიძლება მალე ჩამოვიდნენ ბუდაპესტში. აქ ერთმანეთს ერთი მიზნით უნდა შეხვდნენ – არა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ან სამშვიდობო ხელშეკრულების მისაღწევად, არამედ შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტაზე,“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა მას რუსეთ-უკრაინის ომში მხარის არჩევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აგრესორი რუსეთია, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელია. ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ისინი უკრაინას თავს დაესხნენ. ეს კი აგრესიაა,“ – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის რუსული გაზის იმპორტი გადამწყვეტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნგრეთი მზადაა, წავიდეს დათმობებზე, რაზეც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა.

„ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რომ რუსული გაზი რუბლით შევიძინოთ. თუ რუსეთი ამას მოითხოვს, რუბლით გადავიხდით,“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანის განცხადებით უნრეთის ეკონომიკა ძლიერია და ეკონომიკური კრიზისის წინაპირობა არ არსებობს. მან ოპოზიციურ ამომრჩევლებს განუცხადა, რომ არც ერთი გამარჯვება არ არის საბოლოო და არც ერთი დამარცხება არ არის საბედისწერო.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend