მთავარიამერიკააშშრუსეთის მოქალაქეებს ამერიკაში ახალი ინვესტიციების განხორციელება ეკრძალებათ

რუსეთის მოქალაქეებს ამერიკაში ახალი ინვესტიციების განხორციელება ეკრძალებათ

უკრაინის ქალაქ ბუჩიდან გავრცელებული შემზარავი კადრები ახალი სანქციების დაწესების მიზეზი გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ომის შესაჩერებლად ეკონომიკურ სანქციებს უწესებენ რუსეთის ხელისუფლებას.

თეთრი სახლი სანქციებს უწესებს რუსეთის პრეზიდენტის ორ ქალიშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მეუღლესა და ქალიშვილსაც.

„ჩვენ ვნახეთ მაგალითი იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსი ოლიგარქები თავიანთი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე ინახავდნენ სხვადასხვა სახის აქტივებს, შემდეგ კი ამ აქტივების გამოყენებას ცდილობდნენ. ამიტომაც დაისაჯნენ ეს პირები“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკმა.

ახალი სანქციების ნაწილი შეეხო რუსულ ბანკებსაც. რუსეთის უმსხვილესი ბანკები „სბერბანკი“ და კერძო კრედიტორი „ალფა ბანკი“  საბანკო ოპერაციებს ვეღარ ასრულებენ. თუმცა, ზოგს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკლებად ეფექტიანია.

მიუხედავად ამისა, დიპლომატები ბრიუსელში განიხილავენ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ ევროკავშირის სანქციებს, მათ შორის რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვასა და უფრო მკაცრი სანქციების მიღებას, რაც კიდევ უფრო შეუზღუდავს რუსეთს ვაჭრობას აღმოსავლელ მეზობლებთან. სანქციებზე მსჯელობა, რომლებიც ასევე მოიცავს ევროკავშირის პორტებში რუსული გემების  აკრძალვას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend