მთავარიევროპაუკრაინალვოვში რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეები გაიხსენეს

ლვოვში რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეები გაიხსენეს

მოქალაქეებმა, რომელთა უმეტესობა დევნილია, მოედანზე ასობით ყვითელი და ლურჯი სანთელი დაანთეს

უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვის ცენტრალურ მოედანზე, ხალხმა პატივი მიაგო იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას, რომლებიც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლნენ. დაღუპულებს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაუხადეს. მოქალაქეებმა, რომელთა უმეტესობა დევნილია, მოედანზე ასობით ყვითელი და ლურჯი სანთელი დაანთეს.

ბოლო დღეების განმავლობაში კიევის შემოგარენიდან შემზარავი კადრები ვრცელდებოდა. ამ ამბავმა მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია. გარდაცვლილებს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაუხადეს.

დევნილები გარდაცვლილთა სულებისა და უკრაინისთვის ლოცულობენ. მათ იმედი აქვთ, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.

ეს ადამიანები, რომლებიც ცერემონიას ესწრებოდნენ, ომმა დევნილებად აქცია.  როდესაც კიევში პირველი აფეთქების ხმა გაისმა, სვეტლანა სხულოვაც ოჯახის წევრებთან ერთად პიჟამას ამარა გამოიქცა. მათ ჩაცმაც კი ვერ მოასწრეს, მხოლოდ პასპორტები აიღეს. ნივთების წამოღების არც დრო იყო და არც საშუალება.

ახლა სვეტლანა ლვოვში თავის ნათესავებთან ცხოვრობს. მას იმედი აქვს, რომ ისიც და მისი შვილებიც უახლოეს მომავალში დედაქალაქში დაბრუნდებიან. თუმცა დახვდებათ თუ არა სახლი, ეს ჯერ არ იციან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend