მთავარიმსოფლიოევროპაევროპის კონტინენტზე ჩადენილი მასობრივი მკვლელობის შემთხვევები

ევროპის კონტინენტზე ჩადენილი მასობრივი მკვლელობის შემთხვევები

ბუჩას მოსახლეობის დახოცვამ ბევრს უახლოეს წარსულში, ევროპის კონტინენტზე მომხდარი მსგავსი სისასტიკეები შეახსენა.

ბუჩას მოსახლეობის დახოცვამ ბევრს უახლოეს წარსულში, ევროპის კონტინენტზე მომხდარი მსგავსი სისასტიკეები შეახსენა. 90-იან წლებში ბალკანეთის ომის დროს ეთნიკური წმენდის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, სრებრენიცასა და ვუკოვარში. მასობრივი მკვლელობის ფაქტები გამოვლინდა ასევე ჩეჩნეთსა და საქართველოში.

ბუჩაში მომხდარმა ტრაგედიამ ბევრს ბალკანეთის ომი შეახსენა. განსაკუთრებით კი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც ბოსნიელმა სერბებმა რვა ათასზე მეტი ადამიანი დახოცეს. ორწლიანი ალყის შემდეგ გენერალი რატკო მლადიჩის ჯარისკაცები შევიდნენ ბოსნიურ ანკლავში, რომელსაც გაეროს სამშვიდობოები იცავდნენ. წლების შემდეგ ჰააგის სასამართლოში გენერალ მლადიჩსა და პოლიტიკოს რადოვან კარაძიჩს გენოციდის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.

პირველი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ბალკანეთში ოთხი წლით ადრე, ხორვატიულ ქალაქ ვუკოვარში მოხდა. დასახლების დაკავების შემდეგ სერბმა სამხედროებმა საავადმყოფოში დამალული ორასი ხორვატი ფერმაში წაიყვანეს, სადაც აწამეს და მოკლეს. წლების შემდეგ “ვუკოვარის ყასბად“ ცნობილ ყოფილ სამხედრო მეთაურ მილე მრკსიჩს, სამხედრო დანაშაულებისთვის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

90-იან წლებში მოხდა ასევე ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. პარალელურად, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს არაერთი სამხედრო დანაშაული ჩეჩნეთში. რუსეთის აგრესია საქართველოში 2008 წელს კვლავ განმეორდა. სამწუხაროდ, ეს არ იყო რუსეთის მხრიდან ხოცვა-ჟლეტის ბოლო შემთხვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend