მთავარიევროპაუკრაინაგათავისუფლებულ ქალაქებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 400-ზე მეტი დახვრეტილი მოქალაქე იპოვეს

გათავისუფლებულ ქალაქებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 400-ზე მეტი დახვრეტილი მოქალაქე იპოვეს

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქის, ბუჩას რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ ჯარისკაცებს საშინელი სურათი დახვდათ.

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქის, ბუჩას რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ ჯარისკაცებს საშინელი სურათი დახვდათ. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს. ბუჩა თითქმის ერთი თვის განმავლობაში რუსი ჯარისკაცების მიერ იყო ოკუპირებული.

ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებით სავსე თხრილები სატელიტის მეშვეობით გადაღებულ მასალაშიც ჩანს.

ამ შემზარავი მოვლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა მოწოდებები მოსკოვისათვის დამატებითი სანქციების დაწესებისა და სამხედრო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობის თაობაზე. კრემლში ბრალდებას უარყოფენ და კიევის გარშემო მდებარე ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის შესახებ ცნობას კიევის პროვოკაციად აფასებენ.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ბრიტანელი სპეციალისტი მაიკლ კლარკი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის რუსი ჯარისკაცების მიერ დახვრეტა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებისათვის კიევსა და მოსკოვს შორის ომში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას გაართულებს. „მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულად ლიკვიდაცია სამხედრო დანაშაულია. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების სამხედრო ლოგიკა, ეს სამხედრო დანაშაულია. ბევრ დახვრეტილ სამოქალაქო პირს ხელები შეკრული აქვს. ამ ქმედებას ვერავითარი სტრატეგიული მიზანი ვერ ამართლებს. ეს დანაშაული, დიდი ალბათობით, როსგვარდიის, თანამედროვე გესტაპოს ჩადენილია. როსგვარდიის ჯარისკაცები რეგულარულ არმიასთან ერთად შევიდნენ ოკუპირებულ რეგიონებში და საგანგებოდ შედგენილი სიების მიხედვით მოქმედებდნენ.“ – მაიკლ კლარკი, სპეციალისტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.

კიევში კი აცხადებენ, რომ მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორი მოქმედებს, ამ მიზნით კიდევ 15 ავტობუსი გაიგზავნა მაგრამ რუსი სამხედროები მათ ესვრიან. „ზაპოროჟიედან მარიუპოლის მიმართულებით კიდევ 15 ავტობუსი დაიძრა. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები კი ცალკე, შვიდი ავტობუსით მიემგზავრებიან. დამპყრობელი ჰუმანიტარულ კორიდორს ცეცხლს უხსნის. მიუხედავად ამისა, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის პოლიციელები და სამხედროები მაინც ცდილობენ მოსახლეობის ევაკუაციას.“ – ირინა ვერესჩუკი, უკრაინის ვიცე-პრემიერი.

ოდესაში მეხანძრეები ჯერ კიდევ ცდილობენ გუშინ რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობას. ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე საწვავის საცავი იყო, რომელიც მიკოლაევთან ბრძოლებში უკრაინულ ჯარს ამარაგებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend