მთავარისაქართველოსაგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასი გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის თქვენს გუნდში. თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება დავით ზალკალიანს, რომელსაც ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, ის აშშ-ში საქართველოს ელჩი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend