მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი რუბლის გამყარებს ცდილობს

ვლადიმერ პუტინი რუბლის გამყარებს ცდილობს

საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკვე აისახება რუსეთის ეკონომიკაზე. რუბლის გამყარების მიზნით, ვლადიმერ პუტინმა საპროცენტო განაკვეთი 20 პროცენტამდე გაზარდა. რუბლის გამყარების მცდელობად აფასებენ პუტინის კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც ევროპელებისთვის გაზის საფასურის რუბლით გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს.

პუტინის განზრახვას, რომ ევროპამ ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადაიხადოს, არ იზიარებენ მთავარი იმპორტიორი ქვეყნები – გერმანია, იტალია და  საფრანგეთი. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთი ამ გზით რუბლის გამყარებას ცდილობს, თუმცა, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც.

ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს რუსეთისთვის სახიფათო ნაბიჯი იქნება. არსებობს რისკი, რომ მომხმარებლებმა საერთოდ უარი თქვან თანამშრომლობაზე, ეს კი ქაოსს გამოიწვევს მთლიანად საგადასახადო სისტემაში. ეს ასევე სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული ბუნებრივი აირის ექსპორტზე.

პუტინის მიერ შემუშავებულმა მექანიზმმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად „გაზპრომბანკში“ ანგარიშის გახსნას ითვალისწინებს, გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან ეს მექანიზმი ევროპელებს საშუალებას აძლევს, ბუნებრივი აირის საფასური ევროთი გადაიხადონ. თანხის კონვერტაციას კი ბანკი უზრუნველყოფს.

თუკი სანქციები მოიმატებს, ვითარება კიდევ უფრო გართულდება რუსეთისთვის, რადგან მისი ფინანსური სისტემა ისედაც მოწყვეტილია ძირითად ბაზრებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend