მთავარიევროპასერბეთისერბეთმა ერთ თვეში უკრაინიდან 13 ათასი ლტოლვილი მიიღო

სერბეთმა ერთ თვეში უკრაინიდან 13 ათასი ლტოლვილი მიიღო

გასული თვის განმავლობაში სერბეთში დაახლოებით 13 000 ლტოლვილი ჩავიდა უკრაინიდან, თუმცა მათგან მხოლოდ 3500-მა გადაწყვიტა დარჩენა.

ევროკავშირთან თანამშრომლობით სერბეთმა აამოქმედა დროებითი დაცვის ზომები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკრაინის ომს გამოექცნენ. ლტოლვილები იმ უფლებებით ისარგებლებენ, რომლებიც სერბეთის რიგით  მოქალაქეებს აქვთ.

სერბეთში შესვლისთანავე უკრაინიდან მომავალ ადამიანებს პირველად ინფორმაციას ლტოლვილთა კომისარიატის ოფიცრები აწვდიან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

ლტოლვილებს ურიგებენ ფურცლებს, რომლებზეც ორ ენაზე – ინგლისურად და უკრაინულად არის მოცემული ინფორმაცია იმ ლტოლვილებისთვის, რომლებმაც არ იციან, სად წავიდნენ.

ასეთი ლტოლვილებისთვის ფურცელზე მითითებულია ლტოლვილთა ცენტრის მისამართი. მათი ოფისი სერბეთის სამხრეთითაა. 18 მარტიდან ყველა ლტოლვილს უკრაინიდან უფლება აქვს, იმუშაოს, ბავშვები სკოლაში მიიყვანოს და  მიიღოს სამედიცინო მომსახურება.  ისევე, როგორც ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს ზომებიც მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend