ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კვლავ განაცხადა, რომ ცხინვალის სტრატეგიული მიზანი რუსეთთან მიერთებაა.
დე-ფაქტო ლიდერის თქმით, ისინი ამის მისაღწევად შესაბამის იურიდიულ ზომებს მიიღებენ. ბიბილოვის პრესსპიკერის თქმით, ამ საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმი 10 აპრილს გაიმართება. მას შემდეგ, რაც მოსახლეობა მორიგ დე-ფაქტო პრეზიდენტს აირჩევს.
ამ ფონზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ სოხუმი არ განიხილავს რუსეთთან მიერთებას.
ინტერვიუ “მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორთან მარიამ ელიაძესთან.