მთავარიმსოფლიორუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დღეს განახლდება

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დღეს განახლდება

რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, როგორც მხარეები აცხადებენ, დადებითი ნიშნები გამოიკვეთა. რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ შეამცირებს სამხედრო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მახლობლად. თუმცა პენტაგონში აცხადებენ, რომ  ეს შესაძლოა სამხედრო ძალების გადაადგილება იყოს და არა მათი გაყვანა. მოლაპარაკებების პროცესი დღეს განახლდება.

„ეს არის დეესკალაცია და არა ცეცხლის შეწყვეტა“, – აცხადებს რუსეთის დელეგაცია უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს. მათ პირობა დადეს, რომ შეამცირებენ სამხედრო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მახლობლად. მეხანძრეები ელოდნენ ამ მომენტს, რომ დედაქალაქის შემოგარენში რუსული ავიაციის დარტყმების შედეგად გაჩენილი ხანძარი ჩაექროთ.

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს იმედის თვალით უყურებს მთელი მსოფლიო, თუმცა,  სკეპტიციმზიც იგრძნობა. უკრაინა მზადაა, მიიღოს ნეიტრალური სტატუსი, მხოლოდ უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების სანაცვლოდ.  მოსკოვმა დადებითად შეაფასა უკრაინული მხარის შეთავაზება.  მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დღეს გაგრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკსის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს უკრაინისთვის პოზიტიური ნიშნები შეიმჩნევა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გამუდმებით ისმის, როგორ ბომბავენ რუსი სამხედროები უკრაინულ ქალაქებს.

რუსული მხარე პირობას დებს, რომ შეამცირებს სამხედრო აქტივობას. ამ გადაწყვეტილებით მათ თითქოს ნდობის აღდგენა სურთ.  თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის სახმელეთო ძალები წინ ვეღარ მიიწევენ, მათ დიდი დანაკარგი განიცადეს, როდესაც კიევისა და სხვა ქალაქების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც არ ენდობა რუსეთს. მისი თქმით,   უკრაინელმა პარტნიორებმა  უნდა შეაფასონ, არის თუ არა ჭეშმარიტი პროგრესი და რამდენად გააზრებულად არის ამაში ჩართული რუსეთი, რადგან ის რასაც ამბობს, შემდეგ საპირისპიროს აკეთებს.

პენტაგონში აცხადებენ, რომ მათ შეამჩნიეს, როგორ გადიან კიევის მახლობლად რუსული ძალების მცირე ქვედანაყოფები. მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რუსეთს ჯარი გაჰყავს. დიდი ალბათობით, ისინი უბრალოდ გადაადგილდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend