მთავარისაქართველოაქცია-პერფორმანსი: უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნას

აქცია-პერფორმანსი: უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნას

დღეს, 30 მარტს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია-პერფორმანსი უკრაინელი ბავშვების ხსოვნას მიეძღვნება.

ორგანიზატორებმა შენობის წინ 145 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი დააწყვეს, რომელიც ომის შედეგად ქვეყანაში დაღუპული ბავშვების სიმბოლოა. აქციის ორგანიზატორმა ჟურნალისტებმა ამ გზით უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 145 ბავშვი დაიღუპა, 222 კი დაშავდა.
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend