მთავარიმსოფლიომოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს სტამბულში იმართება

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს სტამბულში იმართება

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 29 მარტს სტამბულში იმართება, მხარეები თურქეთში გუშინ ჩავიდნენ. უკრაინული მხარისთვის მთავარი პრიორიტეტები ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების არცერთ პრინციპულ პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

შეხვედრისას, სავარაუდოდ აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს განიხილავენ. თუმცა რადგან რუსეთის აგრესია შედარებით შესუსტებულია, საეჭვოა, რომ კიევი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხებს მოიტანს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან. მოლაპარაკებებს ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი მასპინძლობს და იმედოვნებს, რომ მხარეებს საერთო ენის გამონახვაში დაეხმარება.

„მოლაპარაკებების დაწყებამდე ორივე ქვეყნის დელეგაციებს შევხვდებით. შემიძლია ვთქვა, რომ სატელეფონო საუბრები ბატონ პუტინთან და ბატონ ზელენსკისთან დადებითი მიმართულებით მიდის,“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი ნაკლებად ოპტიმისტური იყო. მისი აზრით, ახლა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დრო არ არის.

„უკრაინაში მიმდინარე კრიზისი იმდენად დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, რომ უამრავი პრობლემა შეიქმნა, ამიტომ მხოლოდ შეხვედრა და აზრების გაცვლა იმაზე, თუ რას ფიქრობსან ერთი მხარე, ან მეორე, შედეგს არ მოგვცემს,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

უკრაინაში კი დაძაბულობა გრძელდება, მოქალაქეები იძულებული არიან, საკუთარი სახლები დატოვონ.

მოხუცი ქალი, რომელიც ქალაქ ირპინიდან ბომბებს გამოექცა, დედაქალაქში ჩავიდა. ირპინის მერმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს კონტროლი ირპინზე. როგორც თავად ამბობს, “ქალაქი მტრისგან გაწმინდეს”.

დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქი ირპინი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი წერტილია.

სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაახლოებით 160,000 მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ საკვების, წყლისა და მედიკამენტების გარეშეა. ქალაქში 5 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend