მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSUN: ევროპაში ლტოლვილთა ტრეფიკინგის შემთხვევები გახშირდა

UN: ევროპაში ლტოლვილთა ტრეფიკინგის შემთხვევები გახშირდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ძალისხმევას არ იშურებენ და მუშაობენ იმ უამრავ საკითხზე, რომლებიც უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში მომავალ მილიონობით ლტოლვილს უკავშირდება. მთავარი საზრუნავი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათთვის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაა. პრიორიტეტული საკითხია ასევე იმ ქალებისა და ბავშვების დაცვა, რომლებიც შესაძლოა ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ.

როგორც ილვა ოიჰანსონი, ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში, აღნიშნავს, ევროკავშირის ქვეყნებში ხშირად ამჩნევენ საეჭვო ავტომობილებს, რომლებსაც ბავშვები და ქალები მიჰყავთ. ინფორმაციას გაეროს ორგანიზაციებიც ადასტურებენ. სწორედ ამიტომ აამოქმედა ევროკავშირმა ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის გეგმა.

ამ დროისათვის უკრაინა უკვე დატოვა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა. მათი უმეტესობა, 2 მილიონ 200 ათასი პირი, პოლონეთში გადავიდა. სტატისტიკის მიხედვით, შემდეგი ქვეყნებია: რუმინეთი, მოლდოვა, უნგრეთი და სლოვაკეთი.

ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური პრობლემები და ევროპული სახსრების განაწილების საკითხი. მათი გადაწყვეტილებით, თანხა უნდა მოხმარდეს იმ  ქვეყნებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ევროკავშირის ლტოლვილთა დაცვის დირექტივის მიხედვით, ლტოლვილებს ენიჭებათ დროებითი ბინადრობის, მუშაობის, სამედიცინო დახმარებისა და განათლების უფლება.

Oxfam-ის მიგრაციის ექსპერტი, სტეფანია ფოუფი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ მუშაობა, რათა ყველა ლტოლვილი,  მათ შორის ოჯახები, რომელთაც  ბავშვები ჰყავთ,  უზრუნველყონ უსაფრთხო და ადაპტირებული თავშესაფრით. მისი თქმით,  ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წვდომა საბაზისო სერვისებზე და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. მიუსაფარი ბავშვები კი მეურვეებით უნდა უზრუნველყონ.

ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე ამოწურა ლიმიტი ლტოლვილთა მიღების თვალსაზრისით. ევროკომისიაში ასევე მუშაობენ, რომ შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, რომელიც ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დაეხმარონ  ლტოლვილებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend