მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლში 160 ათასამდე მოქალაქე ალყაშია

მარიუპოლში 160 ათასამდე მოქალაქე ალყაშია

კიევის მიდამოებთან დამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკაა მიმოფანტული.

უკრაინელი სამხედროები ირწმუნებიან, რომ დედაქალაქზე რუსული შეტევა მოიგერიეს, მტერს უკან დაახევინეს და დამპყრობლის გეგმა, კიევი ალყაში მოექცია, ჩაშალეს.

რუსული სამხედრო მეთაურობა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცდილობს, უკრაინული არმიის ალყაში მოქცევას.

პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა შემცირებულია, მარტის დასაწყისში ეს ციფრი დღეში 160 ათასს აღწევდა, ახლა კი უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა ყოველდღიურად 30 ათასს აღწევს.

ბოლო კვირის განმავლობაში, პოლონეთში გადამსვლელი უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე მაღალი დღიური რაოდენობა 68 ათასი იყო, მაშინ, როდესაც  თვის დასაწყისში, 6 და 7 მარტს უკრაინა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ალყაში მოქცეული მარიუპოლის მერი აცხადებს, რომ ამ მომენტში ქალაქში ჯერ კიდევ იმყოფება 160 ათასამდე მოქალაქე, მათ უმრავლესობას სარდაფებში უწევთ ცხოვრება, სადაც ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend