მთავარისაქართველოთბილისში მოქალაქეებმა საწვავზე არსებული ფასები გააპროტესტეს

თბილისში მოქალაქეებმა საწვავზე არსებული ფასები გააპროტესტეს

საწვავის ღირებულების გაძვირება გააპროტესტეს დღეს, 27 მარტს თბილისში. დემონსტრანტებმა შეკრება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყეს, შემდეგ კი ფეხით მსვლელობით საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მათ მთავარ მოთხოვნას საწვავ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მოხსნა და ტარიფების გაიაფება წარმოადგენდა. მას შემდეგ რაც ხელისუფლებიდან არავინ შეხვდათ, გმირთა მოედნის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

დემონსტრანტების მოთხოვნებს უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, საწვავზე ფასები საერთაშორისო ფაქტორებზეა დამოკიდებული და ხელისუფლება უძლურია.

აქციის მონაწილეებს განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და გზების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველებმა აქციაზე ათამდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend