უკრაინაში ბრძოლები გრძელდება, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მარიუპოლში, თუმცა ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს და აიძულეს მოწინააღმდეგე, უკან დაეხია. ამავდროულად, უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული სადესანტო გემი „ორსკი“. რუსული შეტევისთვის ემზადება საპორტო ქალაქი ოდესაც.
უკრაინულმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული სადესანტო გემი, რომელსაც ჯარისთვის საბრძოლო მასალა მიჰქონდა. კადრებში ჩანს გემი „ორსკი“, რომელიც ცეცხლსა და შავ კვამლშია გახვეული. უკრაინის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ გემს მათი ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა მოხვდა.
უკრაინის ქალაქებს კვლავ ბომბავენ. კიევი და მოსკოვი ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს აქვეყნებენ იმ ლტოლვილებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთში გადავიდნენ. კიევი მოსკოვს 400 000 მშვიდობიანი მოსახლის მძევლად აყვანაში ადანაშაულებს. უკრაინული მხარე ფიქრობს, რომ ეს ადამიანები მოტყუებით ან იძულებით წაიყვანეს იმისთვის, რომ კიევის აღება უფრო მარტივად შეძლონ.
უკრაინელი სამხედროები ცდილობენ თითქმის სრულად განადგურებული საპორტო ქალაქ მარიუპოლის დაკავებას. მეორე საპორტო ქალაქი ოდესაც მზადყოფნაშია. ჯარისკაცები და ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის შეტევისთვის ემზადებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიევთან ახლოს უკრაინელებმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკან დაახევინეს, თუმცა ქალაქი ჯერ კიდევ ალყაშია მოქცეული.