მთავარიევროპაუკრაინაUNICEF: უკრაინაში ომის დაწყებიდან 4.3 მილიონი ბავშვი დევნილად იქცა

UNICEF: უკრაინაში ომის დაწყებიდან 4.3 მილიონი ბავშვი დევნილად იქცა

იუნისეფის ინფორმაციით, 4 მილიონ 300 ათასი ბავშვი, უკრაინაში მცხოვრებ ბავშვთა ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა, რუსეთის არმიის მიერ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებსა და კონფლიქტს გაქცეოდა.

2 მილიონ 900 ათასს ბავშვს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. მათი უმეტესობა იმ 3 მილიონ 700 ათას მოქალაქეს შორისაა, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ერთ თვეში დატოვეს ქვეყანა.

ლტოლვილების უწყვეტი ნაკადია უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან. აქედან ყველაზე მეტი, 2 მილიონ 200 ათასი ადამიანი, პოლონეთში გადავიდა.

შეფარებულ ლტოლვილთა რაოდენობით პოლონეთის შემდეგ რუმინეთი და მოლდოვაა. უკრაინელ ლტოლვილებს დახმარებას სხვა ევროპული ქვეყნების მთავრობებიც სთავაზობენ. შეერთებულმა შტატებმა კი პირობა დადო,  რომ ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს უკრაინიდან 100 000 ლტოლვილს მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend