მთავარისაქართველოუკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრები საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრები საქართველოში ჩამოასვენეს

დღეს, 24 მარტს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.

დაღუპულ ქართველი მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილზე მოქალაქეებმა ჯაჭვი გააკეთეს, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სანთლები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

ზურაბიშვილმა, გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, უკრაინა-რუსეთის ომში, უცხოელ მოხალისეთა რაზმში, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. ჯარისკაცები, რუსული ძალების მიერ დაბომბვებს შეეწირნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend