მთავარიევროპაუკრაინარუსი სამხედროები კიევის მახლობლად თავდაცვით პოზიციებს იკავებენ

რუსი სამხედროები კიევის მახლობლად თავდაცვით პოზიციებს იკავებენ

რუსი სამხედროები, ერთი შეხედვით, წინსვლის ნაცვლად, თავდაცვით პოზიციებს იკავებენ კიევის მახლობლად. დროგამოშვებით იბომბება საცხოვრებელი ტერიტორიები. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ომს დამღუპველი შედეგი ექნება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ უკრაინელები რუსულ ძალებს უკან ახევინებენ. მისი თქმით, პატარა ქალაქ მაკარივსა და თითქმის მთელ ირპინს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

ხერსონშიც, რომელიც რუსებს აქვთ დაკავებული, ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს, თუმცა,  მიუხედავად ამისა, ადგილობრივები მაინც გამოხატავენ პროტესტს რუსი ოკუპანტების მიმართ.

გუშინ, 23 მარტს მოეწყო 9 საევაკუაციო დერეფანი, მაგრამ არა ქალაქ მარიუპოლში, სადაც უკვე წყლისა და საკვების დეფიციტია.

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, მის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. ამასთან დაკავშირებით  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო გამოძიება.

აშშ-ს ელჩი ეუთოში მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ შეიქმნება ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს უკრაინაში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო კანონების დარღვევას, ასევე სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ეს ინფორმაცია შევა საჯარო ანგარიშში, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში გამოქვეყნდება.

როგორც ნატოში ვარაუდობენ, 4 კვირის განმავლობაში უკრაინაში 7000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. შედარებისთვის, რუსეთმა ავღანეთში 10-წლის განმავლობაში 15 000 ჯარისკაცი დაკარგა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend