მთავარიევროპაუკრაინარუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა

ზუსტად ერთი თვის წინ უკრაინა შეძრა სირენებისა და აფეთქებების ხმამ. დაიწყო ომი და ათიათასობით რუსი ჯარისკაცი უკრაინაში შეიჭრა ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. რუსმა სამხედროებმა რამდენიმე საათში ჩერნობილის ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა მამაკაცის საყოველთაო მობილიზაციის ბრძანება გასცა.

მომდევნო დღეებში დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა რუსეთს, რის გამოც რუსეთი იძულებული გახდა, გაეწყვიტა კავშირი საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან. პუტინს კი თავისი ბირთვული შემაკავებელი იარაღი მზადყოფნაში აქვს.

უკრაინელების სიმამაცე მოლოდინს აჭარბებს, ისინი რუსეთის აგრესიას თავგანწირვით პასუხობენ. ზელენსკიმ უარი თქვა ევაკუაციაზე და პატრიოტულ შეტყობინებებს ამ დრომდე აგზავნის სოციალური ქსელების საშუალებით. საერთაშორისო თანამეგობრობას კი დახმარების თხოვნით მიმართავს .

რუსული ჯარები წინ მიიწევდნენ აღმოსავლეთით და სამხრეთით, სადაც აკონტროლებდნენ უკრაინის დიდ ქალაქ ხერსონს, რომელიც საბოლოოდ აიღეს. მოსახლეობა შიშველი ხელებით ცდილობდა ოკუპანტების წინააღმდეგობის გაწევას.

ორი დღის შემდეგ, უკრაინელების მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის ჯარებმა ძალით აიღეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში. საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია.

4 მილიონამდე უკრაინელმა, ძირითადად ქალებმა და ბავშვებმა, უკვე დატოვა ქვეყანა. მათი დიდი ნაწილი პოლონეთს აფარებს თავს.

რუსული არმიის იმედგაცრუების დანახვა კოსმოსიდანაც იყო შესაძლებელი. სატელიტური სურათები აჩვენებს გიგანტური სამხედრო კოლონის ბლოკადას კიევისკენ მიმავალ გზატკეცილზე.

9 მარტს რუსეთის სამხედრო არმიამ დაბომბა ბავშვთა საავადმყოფო მარიუპოლში.

დაუნდობელ ომში გამოჩნდნენ მებრძოლები ჩეჩნეთიდან და სირიიდან. მოსკოვი კი განაგრძობს უკრაინის ქალაქების  დაბომბვას. რუსებმა მარიუპოლი დაუნდობელ ალყაში მოაქციეს. მალევე კი ამავე ქალაქში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო. ერთი კვირის შემდეგ, ოკუპანტებმა გაანადგურეს თავშესაფრად გადაკეთებული თეატრის შენობა, რომელშიც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის მცდელობა ძირითადად წარუმატებელია, ქალაქში გარდაცვლილებს საერთო სასაფლაოზე კრძალავენ.

19 მარტს კი ვლადიმერ პუტინი მოსკოვის სტადიონზე ყირიმის ანექსიის მე-8 წლისთავის აღსანიშნავად სიტყვით გამოვიდა.

უკრაინელები გლოვობენ დაღუპულ ჯარისკაცებს, ლტოლვილებს, თავშესაფრებში მყოფ ადამიანებს. გავიდა ერთი თვე და ომი გრძელდება.

ორივე მხრიდან დაღუპულია ათასობით ადამიანი და მათგან უმეტესობა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა. ლტოლვილთა რაოდენობა 4 მილიონს უახლოვდება, დაახლოებით 3,5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend